MOTHER CARE / BABY CARE

ხშირად დასმული კითხვები

რა კრიტერიუმების მიხედვით ავარჩიოთ რძის ელექტრო საწველი?

პირველ რიგში საწველის შერჩევისას მის სიმძლავრეს ვითვალისწინებთ. თუ კი გვსურს აპარატის სრულფასოვნად გამოყენება მთელი ლაქტაციის პერიოდში, აუცილებლად უნდა შეიძინოთ სამედიცინო კლასის. მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის საჭიროება. Რა საჭიროება გგაქვთ, ცალმხრივი საწველი იქნება საკმარისი თუ ორმხრივი სჭირდება თქვენს მოთხოვნილებებს, რამდენად ინტესნიურად მოგიწევთ მისი გამოყენება და ა.ს.შ მნიშვნელოვანია ასევე ცვეთადი ნაწილების ხელმისაწვდომობა და საწველის თავის ზომის სწორად შერჩევა.

რას ნიშნავს სამედიცინო კლასის საწველი (ტუმბო) და რა სხვაობაა ჩვეულებრივ საწველსა და სამედიცინო კლასის საწველს შორის?

სამედიცინო კლასის საწველი პირველ რიგში სიმძლავრით გამოირჩევა. ჩვეულებრივი ტუმბოები სუსტი ძრავითაა და მალე კარგავს ძალას. არ შეუძლია რძის გამოწველა მისი დარეგულირების შემდეგ. ხოლო სამედიცინო კლასის ტუმბო მისი მძლავრი და მაღალსიხშირიანი ბლოკიდან გამომდინარე მაქსიმალურად ორიენტირებულია არა მხოლოდ გამოწველაზე არამედ რძის რაოდენობის გაზრდაზეც. იგი საშუალებას იძლევა ერთდროულად გამოიყენოს რამდენიმე დედამ. Ასეთ საწველებს აქვს სპეციალური წველის ტალღის სიგრძე,რაც საშუალებას აძლევს დედებს გამოიმუშაონ რძის მაქსიმალური რაოდენობა.გარდა ამისა, სამედიცინო კლასის ტუმბოები მუშაობს "დახურული წველის სისტემით” , რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ ბარიერები, რათა თავიდან აიცილონ რძე და სხვა სითხეები ძრავში. ეს კიდევ რძის მაქსიმალურ ჰიგიენურობას განაპირობებს.

როგორ შევარჩიოთ საწველის თავის ზომა?

მოიმარჯვეთ საზომი სახაზავი, გაიზომეთ კერტის (ძუძუს თავის) დიამეტრი და დაამატეთ 4-5 მმ, რადგან სტიმულაციისას ძუძუს თავის ზომა იზრდება. მაგალითად თუ კერტის დიამეტრი არის 12-13მმ, თქვენ გჭირდებათ 17მმ-იანი ფლანგი.

როგორ გავზარდოთ რძის რაოდენობა საწველის დახმარებით?

გიზიარებთ ყველაზე ცნობილ და გამოცდილი მეთოდს, რომელსაც Power Pumping-ი  ჰქვია. იწველეთ აუცილებლად სამედიცინო სიმძლავრის ორმხრივი საწველით. 20 წუთი წველა ბოლო სიჩქარით 10 წუთი დასვენება 10 წუთი წველა ბოლო სიჩქარით 10 წუთი დასვენება 10 წუთი წველა სრული სესია მოიცავს 60 წუთს. სასურველია გამეორდეს დღეში 2-ჯერ. Პარალელურად სტიმულაცია უნდა მოხდეს 3 საათში ერთხელ 15-20 წუთის განმავლობაში.

როგორ შევინახოთ გამოწველილი რძე?

 რეკომენდაციები გამოწველილი რძის შესანახად: ოთახის ტემპერატურაზე: 16-დან 25 გრადუსამდე . შენახვის ვადა 4 საათამდე თავდახურულ მდგომარეობაში. მაცივარში: 4 გრადუსი და ქვემოთ - შენახვის ვადა 4 დღემდე ასევე თავდახურულ მდგომარეობაში ბავშვის ბოთლით ან სპეციალური რძის შესანახი კონტეინერით. საყინულე: -18 გრადუსი - შენახვის ვადა - 6-12 თვემდე, სპეციალური რძის გასაყინი პაკეტებით.